მიწოდების,გარანტიის და უკან დაბრუნების პირობები

უკან დაბრუნების პირობები

პროდუქციის დაბრუნებისა და საგარანტიო პოლიტიკა

დაბრუნების პირობები (14-დღიანი ვადა):

  • ვადები: პროდუქციის დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმაბლობაში.
  • მდგომარეობა: დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ გამოუყენებელი პროდუქტი — თავისი ქარხნული შეფუთვით, იარლიყებითა და სრული კომპლექტაციით.
  • გამოყენებული ნივთები: თუ პროდუქტი ერთხელ მაინც არის გამოყენებული, ის არ ექვემდებარება დაბრუნებას ან თანხის უკან ანაზღაურებას (გარდა ქარხნული დეფექტის შემთხვევისა).
  • იდენტიფიცირება:  დაბრუნების პროცესის დასაწყებად მომხმარებელმა უნდა მოგვაწოდოს შესყიდვის თარიღი და შეკვეთის კოდი.

ქარხნული დეფექტი და გარანტია:

  • თუ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი, საკითხი რეგულირდება საგარანტიო პირობების შესაბამისად.
  • დეფექტის შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ (შეკვეთის კოდის მითითებით), რათა მოხდეს ნივთის შემოწმება და საგარანტიო მომსახურების (შეკეთება, ჩანაცვლება ან თანხის დაბრუნება) უზრუნველყოფა.

გარანტიის პირობები

გარანტია ვრცელდება მხოლოდ iPOOLGO ორიგინალ პროდუქტებზე და ფარავს ქარხნულ დეფექტებს სწორი ექსპლუატაციის პირობებში.

საგარანტიო მომსახურება მოიცავს:

  • შეკეთებას
  • ნაწილის შეცვლას
  • პროდუქტის შეცვლას (საჭიროების შემთხვევაში)

გარანტია არ ვრცელდება:

  • მექანიკურ დაზიანებაზე
  • არასწორ გამოყენებაზე
  • ინსტრუქციის დარღვევაზე
  • თვითნებურ შეკეთებაზე
  • ბუნებრივ ცვეთაზე
  • საგარანტიო პერიოდი: შეძენიდან 12 თვე

მიტანის პირობები

მიწოდება უფასოა (Free Delivery)

  • უფასო მიწოდების პირობა: მიწოდება უფასოა ნებისმიერ შეკვეთაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • მიწოდების ვადები: თბილისში მიწოდება ხორციელდება 1-2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში — 2-4 სამუშაო დღის ვადაში.

შეკვეთის მიღება და შემოწმება

  • ნივთის ჩაბარებისას გთხოვთ, კურიერის თანდასწრებით შეამოწმოთ ამანათის მთლიანობა.
  • დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ კურიერს ან დაუკავშირდით მხარდაჭერის გუნდს
დარეკეთ: 555579661